ფეხბურთი

21:45 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დე ხეას მოთხოვნას დააკმაყოფილებს

"პარი სენ ჟერმენი" მზადაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს დავიდ დე ხეას კვირაში 350,000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. Sun on Sunday-ს ინფორმაციით, თუ ინგლისური კლუბი ესპანელს ხელფასს არ გაუზრდის, დე ხეა ფრანგულ გრანდში გადაბარგდება.

დე ხეას კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ასევე, ოლე გუნარ სულშერს მანჩესტერელებმა სამწლიანი კონრაქტი გაუფორმეს და ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელის პოზიცია მეკარესთან დაკავშირებით უცნობია.

დავიდი "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მას შემდეგ დე ხეამ 352 მატჩი ჩაატარა, 355 გოლი გაუშვა და 128 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

0.118018