ფეხბურთი

16:53 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა

ქუთაიასის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორმატჩია წარუმატებელი და უგოლო მატჩთა სერია დაასრულა და სამი ქულა მოიპოვა.

თავიდან ის ვთქვათ, რომ „ტორპედოსა“ და „რუსთავის“ მატჩი სამტრედიაში „ეროსი მანჯგალაძეზე“ გაიმართა, ვინაიდან „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო - „ტორპედო“ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, ხოლო „რუსთავის“ მაქსიმუმი ალბათ ადგილის შენარჩუნება თუ იქნება.

კახა ჩხეტიანის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანა. ანგარიში ოლექსანდრ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ აქ დაცვის ცენტრში მისი მეწყვილეს, მამუკა კობახიძის თამაშია გამოსარჩევი. ქართველმა მცველმა კუთხურის დროს ბურთი საჯარიმოში მიიღო, დაამუშავა, მცველებს გაუსწორდა და მეკარე მამარდაშვილს თავზე დიდებულ სტილში უგდებდა, თუმცა მეკარე ბოლო მომენტში შესწვდა ბურთს, რომელსაც სწორედ აზაცკიმ დაამატა შედეგიანად დაუცველ კარში.

„ტორპედომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა გაზარდა. ნოდარ ქავთარაძის ჩინებული მოქმედების მერე თორნიკე კაპანაძემ ადვილად გაიტანა და საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა.

ამრიგად, „ტორპედომ“ ორმატჩიანი წაგებების სეია დაასრულა, 9 ქულა დააგროვა და ლიდერთა შორისაა. აი, ბადრი კვარაცხელიას გაწვრთნილი „რუსთავი“ კი ჯერჯერობით წარუმატებლად თამაშობს. ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ მოგებათა გრაფაში ნული უწერია და 2 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება.

„ტორპედო“ – „რუსთავი“ 2:0 (1:0)

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

„ტორპედო“ (4-5-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე; დოლიძე, გიგაური (ჭიჭინაძე 88), ცინცაძე, ქავთარაძე, რიჩარდ ლუკა (ჩაჩუა 54); კაპანაძე (ზივზივაძე 70)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

„რუსთავი“ (4-2-3-1): მამარდაშვილი; კაპანაძე (ქოჩლაძე 46), გადრანი, ჯაფიაშვილი (ჩოგაძე 79), ტაკულოვი; გისტაროვი, ფონიავა (გუჯაბიძე 70); სილაგაძე, ციცქიშვილი, ყიფიანი; იმნაძე

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

გოლები: 1:0 აზაცკი (29), 2:0 კაპანაძე (57)

გაფრთხილება: კაპანაძე (33), გიგაური (42) - გისტაროვი (53), იმნაძე (54)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

Loading...
სტატისტიკა
0.255044