ფეხბურთი

15:52 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "ჩემი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ"

მოსკოვის „ლოკომოტივს“ დღითიდღე უშინაურდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც იური სიომინი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს.

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში კვარაცხელია მოსკოვის „დინამოსთან“ 54-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და თავისი გუნდის თამაში გააცოცხლა. ჩვენებურის გარჯას დადებითი შეფასება მოჰყვა, თუმცა, თავად ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩენილა:

„სმოლოვის უკან უნდა მეთამაშა და შეტევას მაქსიმალურად დავხმარებოდი. მომეწონა სიტუაცია, ჩემზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. იგრნობოდა, რომ სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა და კარგია, რომ მოვიგეთ.

შემდეგი მატჩი „როსტოვთან“ თასზე? რა თქმა უნდა, „ლოკომოტივი“ ტოპ გუნდია და ყველა გუნდის ჩვენს წინააღმდეგ მეორე ნომრად თამაშობს. ვფიქრობ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, - თქვა კვარაცხელიამ გუნდის პრესსამსახურთან საუბარში.

შეგახსენებთ, 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივს“ იანვარში, „რუსთავიდან“ შეუერთდა და „რკინიგზელთა“ მაისური ოფიციალურ მატჩებში ორჯერ მოირგო.

0.155886