ფეხბურთი

14:51 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი, მოდრიჩი, კროოსი და ასენსიო "უესკასთან" არ ითამაშებენ

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "უესკასთან" მატჩისთვის ტონი კროოსი, მარკო ასენსიო, ლუკა მოდრიჩი და რაფაელ ვარანი დაასვენა. ასევე, ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში გუნდს ტრავმის გამო ტიბო კურტუა, დანი კარვახალი და ვინისიუსი ვერ დაეხმარებიან.

"რეალის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "უესკასთან" თამაშის შესაძლებლობა შემდეგ ფეხბურთელებს ექნებათ:

ნავასი, ლუკა, ალტუბე, ვალიეხო, რამოსი, ნაჩო, მარსელო, ოდრიოსოლა, რეგილონი, კაზემირო, ვალვერდე, ლიორენტე, ბრაჰიმი, ისკო, სებალიოსი, მარიანო, ბენზემა, ბეილი, ვასკესი

"რეალის" და "უესკას" დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" 31 მარტს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირველი წრის მატჩი მადრიდელებმა სტუმრად გარეტ ბეილის გოლის წყალობით 1:0 მოიგეს.

თეგებირეალი
0.101453