სხვა

12:35 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა ჩრდილოეთ მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი აღიარა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ მაკედონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელის შეცვლა აღიარა.

იანვარში მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის ჩრდილოეთ მაკედონიად გადარქმევა დააკანონა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა 27-წლიანი დავა მაკედონიასა და საბერძნეთს შორის იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ საბერძნეთი მაკედონიას ტერიტორიულ ამბიციებში ადანაშაულებდა. ათენი მიიჩნევდა, რომ სახელი მის რეგიონს - მაკედონიას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ ადრე ქვეყნის მთავარი ოლიმპიური ორგანიზაცია იწოდებოდა როგორც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი, დღეს კი იწოდება, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის ოლიმპიური კომიტეტი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129862