ფეხბურთი

3:27 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო მატჩის წინ "ბაიერნი" "დორტმუნდს" ჩამორჩა

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ორხელისუფლიანობა აღარაა. მიუნხენის „ბაიერნმა“ წაიფორხილა, „დორტმუნდმა“ კი ბოძებული შანსი გამოიყენა და კვლავ გალიდერდა.

ლუსიენ ფავრის გუნდმა „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა და ბოლო წუთამდე ვერ ამარცხებდა, მაგრამ მერე პაკო ალკასერმა ძველი დრო გაიხსენა და „მგლების“ წინააღმდეგობა გატეხა. ესპანელმა ძალიან მნიშვნელოვან მომენტში დუბლი გაიფორმა, „ბორუსიამ“ კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

„ბაიერმა“ პარალელურად ორი ქულა დაკარგა. ნიკო კოვაჩის გუნდი „ფრაიბურგს“ ესტუმრა და მესამე წუთზე ჰოლერის გოლით აგებდა კიდეც. მართალია, რობერტ ლევანდოვსკიმ მალევე გაათანაბრა, მაგრამ „ბაიერნმა“ მეორე გოლი, რომელიც გამარჯვებას მოუტანდა, ვერაფრით გაიტანა. შედეგად, „რეკორდმაისტერი“ ისევ ჩამორჩა და მომდევნო ტურში სუპერმატჩია - „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ მიუნხენში გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას და დიდი ალბათობით, ამ მატჩის ბედი ჩემპიონობაზე გადამწყვეტ ზეგავლენას იქონიებს.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „ნიურნბერგის“ გამარჯვება, რომელმაც „აუგსბურგი“ დაამარცხა და როგორც იქნა, ბოლო საფეხურს თავი დააღწია. „გლადბახი“ „დიუსელდორფში“ ვერაფერს გახდა და ჯერ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ტურის დასრულების მერე შესაძლოა ოთხეულში აღარ იყოს, ხოლო „ლაიფციგმა“ ბერლინის „ჰერტას“ გაცამტვერებით მესამე პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

„ნიურნბერგი“ – „აუგსბურგი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 იშაკი (52), 2:0 პერეირა (88), 3:0 ლოვრენი (90)

„დორტმუნდი“ – „ვოლფსბურგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (90), 2:0 პაკო ალკასერი (90)

„დიუსელდორფი“ – „გლადბახი“ 3:1 (3:0)

გოლები: 1:0 ჰენინგსი (6), 2:0 სტოგერი (12), 3:0 ჰენინგსი (16), 3:1 ზაკარია (83)

„ფრაიბურგი“ – „ბაიერნი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჰოლერი (3), 1:1 ლევანდოვსკი (22)

„ვერდერი“ – „მაინცი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 რაშიცა (3), 2:0 კრუსე (36), 2:1 ქუაისონი (52), 3:1 კრუსე (63)

„ლაიფციგი“ – „ჰერტა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფორსბერგი (17), 2:0 პოულსენი (27), 3:0 პოულსენი (56), 4:0 პოულსენი (62), 5:0 ჰაიდარა (64)

თეგებიბუნდესლიგა
Loading...
სტატისტიკა
0.279008