სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:31 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბავშვების" დღე: კინი გმირი, დონარუმა - ანტიგმირი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღე მწირი შედეგიანობით გამოირჩა. სამი მატჩი და ოთხი გოლი - ეს ბოლო პერიოდის კალჩოსთვის დამახასიათებელი სულაც არ გახლავთ.

ამჯერზე კი, სამივე შეხვედრაში გოლები მასპინძლებმა გაიტანეს. ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა და შესუსტებული შემადგენლობით „ემპოლი“ დაამარცხა. ტურინელებს ძალიან გაუჭირდათ ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე ტოსკანელთა ძლევა და მატჩის გმირი მოიზე კინი გამოდგა. 19 წლის ფეხბურთელი ბოლო დროს შესაშურად ირჯება და მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. ახლაც ასე იყო, მასიმილიანო ალეგრიმ 69-ე წუთზე საშველად უხმო და ნიჭიერმა შეგირდმაც ნდობა გაუმართლა. კინმა მარიო მანჯუკიჩის ფენომენალური პასით გაიტანა ერთადერთი გოლი და ვისაც ხორვატის პასი არ გინახავთ, გირჩევთ ნახოთ... „იუვემ“ 78 ქულა დააგროვა და სკუდეტოს რომ მოიგებს, ამას წყალი არ გაუვა.

აი, წყალი კი „მილანის“ ოთხეულში მოხვედრას ნამდვილად შეუდგა. ჯენარო გატუზოს გუნდმა მიჯრით მეორე მარცხი განიცადა, ამჯერად გენუაში, „სამპდორიასთან“ დამარცხა. დამარცხდა პირველივე წუთზე გაშვებული კინკილა გოლით. ჯანლუიჯი დონარუმამ არანორმალური შეცდომა დაუშვა და ეს ფატალური გამოდგა. ჯიჯომ გრეგუა დეფრელს დაუგორა და მანაც ცარიელი კარი დალაშქრა. „მილანს“ მთელი თამაში წინ ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და უქულოდ დარჩა. ისე, ეს ტური როგორც არ უნდა დასრულდეს, „როსონერი“ ოთხეულში დარჩება, მაგრამ ეს დაკარგული ქულები ვინძლო, როდის ამოტივტივდება და დაფასდება...

დღის პირველ მატჩში კი იგორ ტუდორის დებიუტი "უდინეზეს" თავკაცის პოსტზე წარმატებული გამოვიდა და უდინელებმა "ჯენოა" დამაჯერებლად დაამარცხეს. ისე, ბედის ირონიით, ამ სათამაშო დღეს ყველა ორ ფეხბურთელზე საუბრობს - 19 წლის მოიზე კინზე და 20 წლის ჯანლუიჯი დონარუმაზე...

„იუვენტუსი“ – „ემპოლი“ 1:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კანსელუ, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო (სპინაცოლა 61); ბენტანკური, ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი (კინი 69); მანჯუკიჩი, ბერნარდესკი (კასერესი 84)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ემპოლი“ (3-5-2): დრაგოვსკი; ვესელი, მაიეტა (პასკუალი 80), დელ’ორკო; დი ლორენცო, კრუნიჩი (აკქუა 80), ბენასერი, ჰამედი, პაიაცი (სალიჰ უჩანი 79); ფარიასი,კაპუტო

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი

გოლი: 1:0 კინი (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 3 (0) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

„უდინეზე“ – „ჯენოა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოკაკა (4), 2:0 მანდრაგორა (61)

„სამპდორია“ – „მილანი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დეფრელი (1)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.27718
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X