ფეხბურთი

21:40 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

გორის "დილამ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში თბილისის "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთაგან გოლები ნუგზარ სპანდერაშვილმა, გურამ გოშთელიანმა და ალვინ ფორტესმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა.

"ლოკომოტივმა" მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. "დილას" კი ხუთი ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა. თბილისელები მომდევნო მატჩს შინ "ვიტ ჯორჯიასთან" ჩაატარებენ, ხოლო გორელები სტუმრად მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოს" დაუპირისპირდებიან.

0.111279