სხვა

0:15 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ი 2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში 4 სახეობის შეტანას უწევს რეკომენდაციას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ბრეიქდანსის, სკეიტბორდინგის, მეკლდეურობისა და სერფინგის შეტანის რეკომენდაცია შეიმუშავა.

„ოთხივე სახეობა ოლიმპიურ დღის წესრიგს შეესაბამება და ხელს უწყობს თამაშების პროგრამის გენდერულად უფრო დაბალანსებას, გაახალგაზრდავებას და უფრო გაურბანულებას," - ლოზანაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

აღსანიშნავია, რომ სკეიტბორდინგი, მეკლდეურობა და სერფინგი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ პროგრამაშია, 2024 წლის პროგრამაში ბრეიქდანსის შეტანის შემთხვევაში კი მისი ოლიმპიური დებიუტი შედგება.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესაბამისი სახეობების შეტანას IOC-ის ივნისის სესიაზე ლოზანაში განიხილავენ.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118196