სხვა

14:40 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის მედლები და თასები უკვე ბათუმშია

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მედლები და თასები უკვე ბათუმშია. კონტინენტის პირველობაზე, სადაც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება, გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სწორედ ეს მედლები და თასები გადაეცემათ, რომელიც ირაკლი წულაძემ დაამზადა.

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი 6-13 აპრილს უმასპინძლებს. შეჯიბრი ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

0.1587