ფეხბურთი

10:58 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "გულშემატკივრების მწვრთნელი არ ვარ!"

ლონდონის „ჩელსის“ გულშემატკივრები მაურიციო სარის აკრტიკებენ და კალუმ ჰადსონ-ოდოის ძირითად შემადგენლობაში თამაშისკენ მოუწოდებენ. თუმცა, იტალიელმა მათი რჩევა-დარიგება აქამდე ყურად არ იღო და როგორც ჩანს, არც უახლოეს მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

სარის თქმით, ჰადსონ-ოდოი დიდი ტალანტია, თუმცა ის ფეხბურთელების მწვრთნელია და არა გულშემატკივრების:

„მე გულშემატკივრების მწვრთნელი არ ვარ. ახლა ჩვენ 28 დღეში 8 მატჩი გველოდება და ბუნებრივია, მას მეტი სათამაშო დრო მოეცემა. ჩემთვის ტურნირებს შორის განსხვავება არა, ჰადსონ-ოდიოს დიდი რწმენა მაქვს. შემთხვევითობაა, რომ პრემიერლიგაში ხშირად ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ჩემი აზრით, ის უკვე მზადაა.

ჩვენ ფლანგზე მხოლოდ ორი ფეხბურთელით თამაში შეგვიძლია. გუნდში გვყავს აზარი, პედრო და ვილიანიც. უახლოეს მომავალში ოდოის 75-80% მატჩების თამაში შეეძლება. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მომატება შეუძლია, რადგან დიდი პოტენციალი გააჩნია. თუ განვითარებას არ შეწყვეტს, შეუძლია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

ვფიქრობ, ის „ჩელსიში“ დარჩება. არ ვიცი, კონტრაქტს ახლა გაახანგრძლივებს თუ შემდეგ, მაგრამ მიმაჩნია, რომ „ჩელსიში“ ნამდვილად დარჩება“, - აღნიშნა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოი ინგლისში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა. ლონდონელებთან მას კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურად ეპატიჟება.

Loading...
სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 35
  • 20 აპრილი, 2019
  • არსენალი - კრ. პალასი
  • ბორნმუთი - ფულემი
  • კარდიფი - ლივერპული
  • ჩელსი - ბარნლი
  • ევერტონი - მანჩესტერი
  • ჰადერსფილდი - უოტფორდი
  • სიტი - ტოტენჰემი
  • ნიუკასლი - საუთჰემპტონი
  • ვესტ ჰემი - ლესტერი
  • ვულვზი - ბრაიტონი
პრემიერლიგა - ტური 36
  • 27 აპრილი, 2019
  • ბრაიტონი - ნიუკასლი
  • ბარნლი - სიტი
  • კრ. პალასი - ევერტონი
  • ფულემი - კარდიფი
  • ლესტერი - არსენალი
  • ლივერპული - ჰადერსფილდი
  • მანჩესტერი - ჩელსი
  • საუთჰემპტონი - ბორნმუთი
  • ტოტენჰემი - ვესტ ჰემი
  • უოტფორდი - ვულვზი
0.26641