ფეხბურთი

23:40 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: "შეიძლებოდა დღეს რონალდუ "მილანის" ფეხბურთელი ყოფილიყო"

იტალიური „მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ 2017 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, კრიშტიანუ რონალდუ მზად იყო „მილანში“ ეთამაშა, მაგრამ კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ტრანსფერი დაბლოკა.

„კრიშტიანუ? თუ მაშინ „მილანი“ მოქმედი მფლობელების ხელში იქნებოდა, დღეს „მილანში“ ითამაშებდა. მას მენდეშთან ერთად შევხვდი და ჩემი სათქმელი ვუთხარი. მან კი მიპასუხა: „კარგი, ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობთ, მაგრამ მე არასდროს მითამაშია ევროპა ლიგაზე და ამ ტიტულის მოგებაც მინდა“, - ციტირებს მირაბელის სიტყვებს Libero.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ 2018 წელს ხელმძღვანელობა და მფლობელი შეეცვალა. რონალდუ კი იტალიაში მაინც აღმოჩნდა, ოღონდ ტურინის „იუვენტუსის“ რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109978