ფეხბურთი

22:46 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაბიო "რეალში" ითამაშებს

"პარი სენ ჟერმენის" ნახემარმცველმა ადრიენ რაბიომ მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. 23 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და "სამეფო კლუბი" უფასოდ დაიმატებს. ჯერჯერობით შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.

რაბიომ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და კლუბის ხელმძღვანელობამ ადრიენი პირველი გუნდიდან მოკვეთა. ფრანგ ნახევარმცველს პირველ გუნდში მიმდინარე წელს აღარ უთამაშია, მიმდინარე სეზონში კი 20 მატჩი ჩატარება მოასწრო და თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108564