ფეხბურთი

23:07 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა Fox Sport-თან საუბრისას გაავრცელა.

"ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ეროვნულ ნაკრებში თამაში შევწყვიტო. მინდა ოჯახთან გატარებული დროით დავტკბე. ახლა შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ იმაზე, ვიქნები თუ არა ეროვნულ ნაკრებში." - განაცხადა იგუაინმა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც გულშემატკივრები ზედიზედ სამი ფინალის წაგების გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ:

"სამი ფინალის წაგების შემდეგ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატის, წარუმატებლებს გვეძახდნენ. ჩემთვის წაგებაც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ახლა ახალ ფეხბურთელებზე გააკეთებენ აქცენტს, ბევრ ადამიანი კრიტიკით უფრო იღებს სიამოვნებას, ვიდრე მხარდაჭერით."

გონსალოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2009 წელს პერუსთან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჰქონდა და გოლი გაიტანა. მას შემდეგ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში იგუაინმა 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლოს თავდამსხმელი "ალბისელესტეს" რიგებში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111352