ფეხბურთი

0:00 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მანეს ზაფხულში არ გაყიდის

სენეგალის ეროვნული ნაკრების შემტევი სადიო მანე მომდევნო სეზონში კვლავ "ლივერპულში" ითამაშებს. როგორც Mirror-ი იუწყება, "მერსისაიდელები" არ აპირებენ ზაფხულში აფრიკელი მოთამაშე გაყიდონ, სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაშიც კი. ასევე, ინგლისური გამოცემის ცნობით, "რეალი" მანეს ტრანსფერითაა დაინტერესებული.

სენეგალელი შემტევი "ლივერპულში" 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მანემ პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს სერხიო აგუეროს ერთი გოლით ჩამორჩება. მანეს სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

Loading...
სტატისტიკა
0.327444