ფეხბურთი

22:14 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მოლდე" კომპენსაციას მიიღებს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ულე გუნარ სულშერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და აღნიშნული შეთანხმების გამო ნორვეგიელის ყოფილი კლუბი "მოლდე" კომპენსაციას მიიღებს.

"მოლდე" კომპენსაციას მიიღებს, თუმცა თანხა ჯერჯერობით განსაზღვრული არაა. მას შემდეგ რაც ულემ შეგვატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, ჩვენ ვუდვარდს ("მანჩესტერის" წარმომადგენელი") ორჯერ დავუკავშირდით" - ციტირებს VG-ი "მოლდეს" აღმასრულებელი დირექტორის ოისტენ ნირლანდის სიტყვებს.

წინასწარი შეთანხმებით, სულშერს "მანჩესტერ იუნაიტედში" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მაისის ბოლომდე უნდა ემუშავა და შემდეგ "მოლდეში" დაბრუნებულიყო. ულე-გუნარის გუნდმა კი პრემიერლიგის 19 მატჩიდან 14 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ დაამარცხა, რამაც განაპირობა ნორვეგიელის გრძელვადიანი კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115784