ფეხბურთი

21:16 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" რუგანის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ტურინის „იუვენტუსის“ და დანიელე რუგანიმ თანამშრომლობა განაახლეს. იტალიის ჩემპიონის ვებგვერდის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი გუნდში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

რუგანის ძველი ხელშეკრულება კი, 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა. დანიელე რუგანი „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ემპოლიდან“ დაიმატა და დღემდე ტურინელთა ღირსება 81 მატჩში დაიცვა და 7 გოლიც გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კი 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე 14-ჯერ გამოჩნდა და თავი ორჯერ გამოიჩინა.

Loading...
სტატისტიკა
0.243079