ფეხბურთი

21:46 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესმა ოპერაცია გაიკეთა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ლუკას ერნანდესი, რომელიც "ბაიერნს" მომავალი სეზონიდან შეუერთდება, მუხლის ოპერაცია გაიკეთა. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გაავრცელა.

"ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა. ერნანდესი რეაბილიტაციას მიუნხენში გაივლის." - ციტირებს ხორვატის სიტყვებს "ბაიერნის" ტვიტერის გვერდი.

"ბაიერნმა" მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 80 მილიონი ეგვრო გადაუხადა და ერნანდესი ახალი გუნდის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს. ასევე, ლუკასი "ბაიერნის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103982