ფეხბურთი

20:47 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" მზადაა აზარი დაიმატოს

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ლიდერი ტორგან აზარი შესაძლოა ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს. Bild-ის ცნობით, „როხიბლანკო“ მზადაა 25 წლის ბელგიელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღოს.

აზარს „გლადბახთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ გუნდს დამდეგ ზაფხულს ტორგანის გაყიდვა მოუწევს.

„ატლეტიკო“ კი, მზადაა ბელგიელი ნახევარმცველის შესაძენად 40 მილიონი ევრო გაიღოს, რაზეც წესით გერმანელებმა უარი არ უნდა თქვან.

საინტერესოა, რომ შესაძლოა ზაფხულში ედენ აზარი „რეალში“ გადავიდეს, ხოლო მისი უმცროსი ძმა მეორე მადრიდულ გუნდში - „ატლეტიკოში“.

შეგახსენებთ, რომ ტორგან აზარმა მიმდინარე სეზონში „გლადბახის“ ღირსება 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.341917