ფეხბურთი

18:36 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლაზე და დაბალ ხელფასზე თანახმაა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს კატალონიის „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა და მზადაა დაბალ ხელფასზე თამაშსაც დასთანხმდეს.

ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულში „კამპ ნოუზე“ აღმოჩნდეს. საინტერესოა, რომ გრიზმანი „ატლეტიკოში“ ამჟამად სეზონში 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

თუმცა, „ბარსა“ ფეხბურთელისთვის ასეთი გასამრჯელოს გადახდას არ აპირებს და მაქსიმუმ 16-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს. თუმცა, ანტუანი მზადაა ხელფასი შეიმციროს „ბლაუგრანაში“ თამაშის სანაცვლოდ.

კატალონურ გრანდს გრიზმანის ხელში ჩასაგდებად „როხიბლანკოსთვის“ სავარაუდოდ 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108436