ფეხბურთი

12:55 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე „რეალზე“ ჯერ არ ფიქრობს

„ლივერპულის“ სენეგალელი შემტევი, სადიო მანე, ჯერჯერობით მზად არ არის მადრიდის „რეალის“ წინადადებაზე იფიქროს - გვამცნობს Goal.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს სურს მთელი ყურადღება მერსისაიდულ კლუბს დაუთმოს, რომელიც პრემიერლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების კანდიდატთა შორისაცაა.

წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მანე მზად იყო „სამეფო კლუბში“ გადასასვლელად, რადგან ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში აინტერესებდა.

მიმდინარე სეზონში, „ლივერპულის“ მაისურით, 26 წლის სენეგალელმა ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 20 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

„ლივერპულში“ ის 2016 წლის ზაფხულში გადავიდა „საუთჰემპტონიდან.“ „წითლებმა“ მასში 41,2 მილიონი ევრო გადაიხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112759