ფეხბურთი

12:25 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენით „რომა,“ „ნაპოლი“ და „მილანი“ დაინტერესდნენ

„ლივერპულის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, კარიერა, შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს - წერს Mirror. ხორვატი ფეხბურთელით ერთბაშად სამი კლუბი - „რომა,“ „ნაპოლი“ და „მილანი“ დაინტერესდა.

„მილანი“ 29 წლის უკანახაზელს დაცვის გაძლიერების ძირითად კანდიდატად მოიაზრებს. „ნაპოლი“ და „რომა“ კი შესაბამისად, მასში კალიდუ კულიბალისა და კოსტას მანოლასის შემცვლელს ხედავენ, რომლებიც დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებენ ამჟამინდელ კლუბებს.

ლოვრენს მერსისაიდელებთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს, სავარაუდო ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. ხორვატს ტრავმა აწუხებდა და სეზონის დასაწყისიც ამიტომ გაუცდა. მიმდინარე პრემიერლიგაში მან მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119627