ფეხბურთი

0:10 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესი "ბაიერნის" ისტორიაში შევიდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ლუკას ერნანდესი გაიფორმა და ეს გუნდის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია. 80 მილიონი ევრო „რეკორდმაისტერს“ ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე არ გადაუხდია.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც ფრანგ ფეხბურთელს ეკუთვნოდა. 2017 წელს კორენტინ ტოლისო ბავარიელებმა 41.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. როგორც ხედავთ, ერნანდესის სანაცვლოდ ლამის ორჯერ მეტი თანხა გაიღო მიუნხენურმა გიგანტმა.

საერთოდაც, ფეხბურთის ისტორიაში ლუკას ერნანდესი მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. მასზე მეტი „ლივერპულმა“ ვირჯილ ვან დეიკში გადაიხადა (85 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, ლუკას ერნანდესმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და გუნდს 1-ლი ივლისიდან შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099952