ფეხბურთი

21:27 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი: "პიკე მსოფლიოს საუკეთესო მცველია"

კატალონიის „ბარსელონა“ ლეგენდარული ფეხბურთელი კარლეს პუიოლი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მცველი მისი ყოფილი თანაგუნდელი ჟერარ პიკეა. ვეტერან ესპანელს ამაში ეჭვი არ ეპარება.

„მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი? - ჟერარ პიკე, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის თუ სერხიო რამოსი? რა თქმა უნდა, პიკე.

პიკე ჩემზე უკეთესია, ვიმეორებ, ის მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ სტილი განსხვავებულია. ჟერარის როლი „ბარსელონაში“ ნათელია, გუნდის ლიდერია და გარდა ამისა, კარგი მეგობარიც“, - ციტირებს პუიოლის სიტყვებს Marca.

აქვე გეტყვით, რომ პიკემ მიმდინარე სეზონში 28 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.325767