ფეხბურთი

9:04 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟეზუსის დუბლი ბრაზილიას ჩეხეთთან გამარჯვებაში დაეხმარა

ბრაზილიის ნაკრებმა სტუმრად, პრაღაში, ჩეხეთის ეროვნული გუნდი, ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს დავიდ პაველკას გოლით. მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა რობერტი ფირმინომ აღადგინა. შემდეგ კი „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, გაბრიელ ჟეზუსმა, დუბლი მიითვალა და სამხრეთამერიკელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

ბრაზილიელები საშინაო კოპა ამერიკისთვის აგრძელებენ მომზადებას. ტურნირი 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება ბრაზილიის ხუთ ქალაქში (რიო დე ჟანეირო, სან პაულუ, ბელუ ორიზონტი, პორტუ ალეგრი, სალვადორი).

A ჯგუფში ბრაზილიელთა მეტოქეები ბოლივიის, ვენესუელასა და პერუს ეროვნული გუნდები იქნებიან.

0.16759