ფეხბურთი

3:40 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კვალიარელა იტალიის ნაკრების რეკორდსმენია

გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. „სკუადრა აძურამ“ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ლიხტანშტაინი 6:0 გაანადგურა, ხოლო კვალიარელამ დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ ორივე გოლი პენალტით გაიტანა.

შედეგად, იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა - 36 წლისა და 54 დღის.

აქამდე, „სკუადრა აძურას“ მაისურით ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი კრისტიან პანუჩი იყო, რომელმაც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კარი 35 წლისა და 62 დღის ასაკში დალაშქრა.

აქვე გეტყვით, რომ კვალიარელას იტალიის ნაკრებში 27 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და „სკუადრა აძურას“ მაისური 2010 წლის შემდეგ პირველად მოირგო.

Loading...
0.116641