ფეხბურთი

3:25 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკ მაკარტი: "საქართველოს თავისი სტილით თამაშის საშუალება არ მივეცით"

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი საქართველოსთან (1:0) გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. ირლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, ფეხბურთელებმა მისი დავალება კარგად შეასრულეს და მეტოქეს ჩვეული სტილის ფეხბურთის თამაშის შანსი არ მისცეს.

„ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავები იყვნენ, ყველაფერი შეასრულეს, რაც დავავალე, კარგად ვითამაშეთ. საქართველოს ჰქონდა რამდენიმე შანსი, მაგრამ მეტოქეს ხელი შევუშალეთ და თავისი სტილით თამაშის შესაძლებლობა არ მივეცით.

ხალხმა შესაძლოა თქვას, რომ ეს საქართველოა, მაგრამ საქართველო კარგი გუნდია და წარსულში როდესაც ვეთამაშეთ, ბურთის კონტროლს ყოველთვის ახერხებდა.

ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა, კარგი თამაში ვაჩვენეთ და მიზანს მივაღწიეთ - გავიმარჯვეთ. კმაყოფილები ვართ, რომ 6 ქულა გვაქვს და ახლა დანიასთან სტუმრად და შინ გიბრალტართან მატჩზე ვიფიქრებთ“, - თქვა მაკარტიმ.

შეგახსენებთ, ირლანდიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო საქართველო უქულოდ ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

Loading...
0.146945