ფეხბურთი

21:12 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: არაბიძის "პანენკა" და გამარჯვება ისრაელთან

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა გორში მეორე სპარინგი ჩაატარა და ისევ გაიმარჯვა. გია ცეცაძის გუნდის მეტოქე ამჯერად ისრაელის შესაბიმის ასაკობრივი ნაკრები გახლდათ.

შეხვედრა სტუმართათვის კარგად დაიწყო და მე-16 წუთზეზე არადმა თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა მოახერხა. ისრაელის ნაკრებმა დადებითი შედეგი პირველ ტაიმში დაიცვა, ხოლო საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მეორე ნახევარში გაცილებით კარგი თამაში აჩვენა.

55-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ მეკარეს და მცველებს დაასწრო და წონასწორობა აღადგინა. ზუსტად ოთხ წუთში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ და მასპინძებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს.

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება 76-ე წუთზე მოახერხა. საჯარიმოში ირაკლი ბუღრიძემ იაქტიურა, მცველებს გასცდა და პენალტი მოიპოვა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი გოლად გიორგი არაბიძემ აქცია. ულამაზეს სტილში, ე.წ პანენკას სტილში - 2:1.

ამრიგად, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ორივე ამხანაგური მატჩი მოიგო. ჯერ სლოვენიას აჯობა (3:0), მერე ისრაელს (2:1).

საქართველო (U21) - ისრაელი (U21) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 არადი (16), 1:1 ლოჩოშვილი (55), 2:1 არაბიძე (76, პენ)

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, მალი, ქოჩორაშვილი, ნინუა, ლაკვეხელიანი, არდაზიშვილი, ქავთარაძე, არაბიძე

0.127382