ფეხბურთი

20:15 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს დაზიანება სერიოზული არ გამოდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს პირველი გამოკვლევა ლისაბონში ჩაუტარდა.

როგორც „იუვენტუსის“ ვებგვერდი იტყობინება, მარჯვენა ბარძაყის დაზიანება უმნიშვნელოა. თუმცა, კრიშტიანუს მოედანზე დაბრუნების თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მეორე გამოკვლევას უახლოეს დღეებში ჩაიტარებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ტრავმა პორტუგალიისა და სერბეთის შეხვედრაში მიიღო და მოედანი 30-ე წუთზე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113851