სხვა

18:50 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლები მაისამდე გაგრძელდება

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში მორიგი 4 მატჩი გაიმართა: ყვარელი - ბათუმი 16-10, პეგასი - აჭარა 13-18, სამტრედია - ქარიშხალა 25-24, მამული - ფოთი 14-18. ტური ხვალ დასრულდება სპორტკომპლექს არენაში.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა მატჩში სამტრედიამ 25-24 მოუგო ქარიშხალას, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა: ქარიშხალას ქულით ჩამორჩებიან სამტრედია და ყვარელი (ყვარელს ერთი თამაშით მეტი აქვს). ყველაფერი მაისში, მესამე წრის საერთო ტურზე გაირკვევა.

ჩემპიონის გასარკვევად უმნიშვნელოვანესია ფოთისა და აჭარის მატჩი, რომელიც 6 აპრილსაა დანიშნული სენაკში, იქამდე, კი, ხვალ, „არენაში“ მეორე წრის კიდევ ორი თამაშია: ბათუმი - ქარიშხალა და პეგასი - ფოთი.

ჩემპიონატს 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

26 მარტი

ყვარელი - ბათუმი 16-10

პეგასი - აჭარა 13-18

სამტრედია - ქარიშხალა 25-24

მამული - ფოთი 14-18

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ფოთი---------17--16---1---0--317-211--33

აჭარა----------18--16---0---2--392-256--32

ქარიშხალა---18--11---1---6--437-368--23

სამტრედია---18--10---2---6--313-269--22

ყვარელი------19--10---2---7--359-315--22

პეგასი---------18---7---2---9--332-318--16

ბათუმი-------17---3---1--13--202-293---7

წყალტუბო---18---2---1--15--216-373---5

მამული-------19---1---0--18--291-456---2

27 მარტი

11:00 ბათუმი - ქარიშხალა

12:00 პეგასი - ფოთი

დასავლეთის ტური. 6 აპრილი სენაკი

ფოთი - აჭარა, ბათუმი - წყალტუბო, აჭარა - სამტრედია, ბათუმი - ფოთი, წყალტუბო - სამტრედია

საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

0.117468