ფეხბურთი

17:56 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "როგორ ამბობთ, რომ ჩემს ეპოქაში კონკურენცია არ იყო?"

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა კრიტიკოსებს პასუხობს. ფეხბურთის უგვირგვინო მეფის განცხადებით, მის ეპოაში კონკურენცია დიდი იყო.

ამ განცხადებით მარადონამ კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც დიეგო თამაშობდა, ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი არ იყო.

„როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩემს დროში კონკურენტი არ მყავდა? ვითამაშე ბაჯოს, ვან ბასტენის, ვალდერამას, მათეუსის, ჰაჯის, სტოიჩკოვის, ლაუდრუპის, პროსინეჩკის, რომარიოს, ფუტრეს, გულიტის, შიფოს, ბოჩინის, რობსონის, გონსალესის, ფრანჩესკოლის, კემპესის, ანტონიონის, კუბილასის, რუმენიგეს, პლატინის, ზიკოს, კიგანისა და კიდევ ბევრი სხვას წინააღმდეგ. ყველას პატივს ვცემ და ყველა მათგანი მახსოვს“, - დაწერა მარადონამ ფეისბუქში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114121