თამაშგარე

15:04 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკო იარიჩისა და ადრიანა ლიმას სიყვარულის ძაფები

სერბი კალათბურთელის, მარკო იარიჩის სპორტული კარიერა ია და ვარდით არასოდეს ყოფილა მოფენილი. იგი წლების მანძილზე ცდილობდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში თავისი სიტყვის თქმას, თუმცა დღეს მრავალი ქომაგი ამბობს, რომ ამ ბიჭს იმაზე აშკარად მეტი შეეძლო, ვიდრე რეალურად მიაღწია.

მიუხედავად ყველაფრისა, მარკო იარიჩი ოკენისგაღმური ბულვარული ჟურნალების ყდებიდან წლებია არ ჩამოდის, რაც შეიძლება ზოგს გაუკვირდეს იმ შემთხვევაში თუკი არ ეცოდინება, რომ იარიჩი ორი წლის მანძილზე დიდებული ბრაზილიელი მოდელის, ადრიანა ლიმას გულისსწორი იყო.

ზუსტად არავინ იცის თუ რატომ დაშორდა მარკო და ადრიანა ერთურთს, თუმცა დისკუსიები და ლაყაფი ამ წყვილის გარშემო ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა და ბევრი ვარაუდობს, რომ სერბულ-ბრაზილიური ტრფიალების ძაფები კვლავინდებურად გაბმულია და ვინ იცის - ეგებ მართალიც იყოს...

0.114533