ჩოგბურთი

13:50 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა
ქართველ ჩოგბურთელს კანადელ ტალანტთან მერვედფინალი 20:00 საათიდან ელის

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა.

ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი მე-2 წრეში მე-5 ნომრად განთესილ ავსტრიულ-ხორვატულ დუეტს (ოლივერ მარაჩი-მატე პავიჩი) გაეჯიბრნენ და 1:6, 1:6 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს მაიამიში მთავარი დაპირისპირება დღეს ელის. ნიკა ერთეულთა ბადეში მერვედფინალშია გასული, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს გაეჯიბრება.
ქართულ-კანადური დაპირისპირება გრანდსთენდზე პირველივე წყებაშია დანიშნული და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 27 წლის ბასილაშვილი ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზეა, 18 წლის ოჟიე-ალიასიმს კი 46-ე პოზიცია უკავია, რაც მისთვისაც საუკეთესო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121576