ფეხბურთი

13:26 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე „რეალის“ მთავარი სამიზნე

ზაფხულში მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ სენეგალელი შემტევის, სადიო მანეს გადაბირებას ეცდება. ამ საქმით, სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი,ზინედინ ზიდანი პირადად ყოფილა დაინტერესებული - გვამცნობს Marca. ბოლო მატჩებში სენეგალელი მართლაც ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს.

„ბარნლისთან“ და „ფულემთან“ პრემიერლიგაში, ასევე „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ის განუმეორებელი იყო. ამიტომ „ლივერპული“ მის გაყიდვას არ აპირებს.

საერთოდ, მერსისაიდულ კლუბში ჩატარებულ 111 შეხვედრაში აფრიკელს 53 ბურთი გაუტანია და 21-ჯერაც საგოლედ უპასია. ის იურგენ კლოპისთვის ერთობ მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

მანე ახლა სენეგალის ნაკრებთან ერთად იმყოფება შეკრებაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119434