სხვა

13:10 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

Fair Play-ის სხვადასხვა ნომინაციათა ლაურეატები განსაზღვრეს

ბუდაპეშტში, Fair Play-ის საერთაშორისო კომიტეტის აღმასკომის სხდომას უმასპინძლეს, სადაც სხვადასხვა ნომინაციათა ლაურეატები განსაზღვრეს.

მთავარი პრიზი - პიერ დე კუბერტენის „კეთილშობილური საქციელის" ჯილდო გადაეცა იტალიელ ფეხბურთელს ფაბიო კარამელს. მის გუნდს, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიგაში გამოდის და ზედა დივიზიონში დასაწინაურებლად უშუალო კონკურენტთან გამარჯვება სჭირდებოდა, კარამელის გარეშე მოუწია მინდორზე გასვლა. გადამწყვეტ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე სრულიად ჯანმრთელი ფეხბურთელი საოპერაციო მაგიდაზე მოხვდა. როგორც შემდგომ გაირკვა, 26 წლის ფაბიო კარამელმა მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს გადასანერგად თავისი ერთ-ერთი ორგანო დაუთმო! (იტალიის პრეზიდენტმა ფეხბურთელის ამგვარი თავგანწირვა მისთვის მაღალი სახელმწიფო ჯილდოს გადაცემით აღნიშნა).

ლაურეატთა შორის მოხვდა ბერძენი ჰოკეისტი იასონ პახოუ, რომელმაც მსაჯს შეცდომით ჩათვლილ შაიბაზე მიუთითა და აუხსნა, რომ მის მიერ დარტყმულმა შაიბამ კარის ბადე გვერდიდან გახია და ისე შევარდა, რაც გოლად ვერ ჩაითვლებოდა. Fair Play-ის კომიტეტის წევრებმა კეთილშობილური საქციელი შესაბამისად დააფასეს.

Fair Play-ის საერთაშორისო კომიტეტის საპატიო ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონია შედგება მოგვიანებით, მოსკოვში ან ბუდაპეშტში.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132633