სხვა

21:15 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში

ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში. (იაპონური საბრძოლო ხელოვნება) ტურნირში მონაწილეობდნენ კუდოისტები თბილისის სხვადასხვა კლუბებიდან და ახალციხელი სპორტსმენები ახლადჩამოყალიბებული კუდოს კლუბ "სპარტადან".

აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა ცამეტ საშეჯიბრო კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატში ასპარეზობდნენ კუდოისტები 6 წლიდან. გამარჯვებულები ასაკისა და საშეჯიბრო კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ კუდოს მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ტურნირზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობით დადასტურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133932