ფეხბურთი

20:55 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" კვირკველიაში 18 მილიონს იხდის

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია ლონდონის „ვესტ ჰემის“ ინტერესის სფეროშია. Fclmnews-ის ინფორმაციით, „ჩაქუჩები“ მზად არიან ზაფხულში 18 მილიონი ევრო გადაიხადონ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს კვირკველიას „ლესტერ სიტი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ რუსული გუნდის მესვეურვებმა 15-მილიონიანი შეთავაზება უარყვეს.

შეგახსენებთ, კვირველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვარში იჯარით გადავიდა. იმავე წლის ზაფხულში კი, „რკინიგზელებმა“ „რუბინიდან“ 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.

მიმდინარე სეზონში კვირკველიამ „ლოკომოტივის“ ღირსება 29 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა.

0.116085