სხვა

19:54 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა მძიმე მოგებები  

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, ორივე ლიდერმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა. ფოთის ოქროს ვერძმა 17-13 აჯობა თბილისის ქარიშხალას, ხოლო აჭარამ 19-15 მოუგო ყვარელს.

ორივე გუნდი მძიმე სიტუაციიდან გამოვიდა: აჭარა მეორე ტაიმის დასაწყისში ყვარელთან 9-14 აგებდა, თუმცა, დასკვნითი მონაკვეთი 10-1 მოუგო. თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო მეორე მატჩშიც: ქარიშხალა 8-5 ლიდერობდა, თუმცა, ბოლო 15 წუთი ფოთმა, საქართველოს ნაკრების წევრის, ჯგერენაიას ლიდერობით, ბევრად უკეთ ჩაატარა: 12-5, ამავე მონაკვეთში კი ქარიშხალამ ზედიზედ 3 შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენა და 13-17 დამარცხდა.

სულ, ჩემპიონატში გუნდები 24-24 მატჩს გამართავენ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ჩემპიონობისთვის ფოთი და აჭარა იბრძოლებენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ქარიშხალას, სამტრედიასა და ყვარელს ექნებათ მძაფრი კონკურენცია.

დღესვე პირველი გამარჯვება მიპოვა თბილისის მამულმა, რომელმაც 15-10 მოუგო ბათუმს, ყვარელმა დაამარცხა წყალტუბო (30-14), რომელმაც წააგო თბილისის პეგასთანაც, 11-17.

სპორტკომპლექს არენაში 26 და 27 მარტს კიდევ 6 მატჩია. 7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

25 მარტი

აჭარა - ყვარელი 19-15

პეგასი - წყალტუბო 17-11

ქარიშხალა - ფოთი 13-17

წყალტუბო - ყვარელი 14-30

მამული - ბათუმი 15-10

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ფოთი---------16--15---1---0--299-197--31

აჭარა----------17--15---0---2--374-243--30

ქარიშხალა---17--11---1---5--413-343--23

სამტრედია---17---9---2---6--288-245--20

ყვარელი------18---9---2---7--343-305--20

პეგასი---------17---7---2---8--319-300--16

ბათუმი-------16---3---1--12--192-277---7

წყალტუბო---18---2---1--15--216-373---5

მამული-------18---1---0--17--277-438---2

26 მარტი

13:00 ყვარელი - ბათუმი

14:00 პეგასი - აჭარა

15:00 მამული - ფოთი

16:00 სამტრედია - ქარიშხალა

27 მარტი

11:00 ბათუმი - ქარიშხალა

12:00 პეგასი - ფოთი

დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი

საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163281