სხვა

18:28 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ველოდებით მეოთხედფინალისტებს

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის პირველი წრის მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო თამაშში გერმანიის რაინ-ნეკარმა 34-32 მოუგო შარშანდელ ფინალისტს, საფრანგეთის ნანტს.

მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-15/1490873

დანარჩენი 5 წყვილიდან ოთხში ფავორიტებმა იმარჯვეს, ოღონდ, საპასუხო თამაშის წინ მხოლოდ სკოპიეს ვარდარი თუ იქნება მშვიდად - 2017 წლის ჩემპიონმა სტუმრად 27-18 მოუგო ზაგრებს. დანარჩენ წყვილებში მეორე მატჩებშიც ბრძოლაა მოსალოდნელი: გერმანიის ფლენზბურგმა სტუმრად მხოლოდ 2 გოლით აჯობა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტს 30-28, უნგრეთის სეგედმა 22-20 მოუგო პოლონეთის ვისლას, უნგრეთისვე ვესპრემმა - ლისაბონის სპორტინგს 30-28, ხოლო პოლონეთის კელცე სტუმრად ფრეს დასჯერდა ზაპოროჟიეს მოტორთან, 33-33.

საპასუხო მატჩები ამ შაბათ-კვირასაა. მერვედფინალის 6 წყვილის გამარჯვებულებს მეოთხედფინალში დაემატება ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მოიგეს და ამის ხარჯზე პირდაპირ გავიდნენ პლეიოფის მეორე ეტაპზე.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

მერვედფინალის პირველი მატჩები (20-24 მარტი)

რაინ-ნეკარი (გერ) - ნანტი (საფ) 34-32 (საპასუხო 30.03)

კოლბახერი 11, შმიდი 8 - ო. ნიოკა 7, გურბინდო 6

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - კელცე (პოლ) 33-33 (30.03)

კოზაკევიჩი 9 - ცინდრიჩი, დუიშებაევი 8

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - ფლენზბურგი (გერ) 28-30 (31.03)

ჯორჯიჩი 6, კულაკი 5 - ლაუგე 8, სვანი 4

ზაგრები (ხორ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 18-27 (30.03)

მანდიჩი 5 - კარაჩიჩი, კრიშტოპანსი 5

ვისლა პლოცკი (პოლ) - სეგედი (უნგ) 20-22 (31.03)

დაშეკი, დე ტოლედო 5 - კანელასი 6, ბოდო 4

სპორტინგი (პორ) - ვესპრემი (უნგ) 28-30 (30.03)

გიონეა 7 - ნენადიჩი 9, ნადი 5

მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი)

ბარსელონა - რან-ნეკარი/ნანტი

პსჟ - მოტორი/კელცე

მეშკოვი/ფლენზბურგი - სპორტინგი/ვესპრემი

ზაგრები/ვარდარი - ვისლა/სეგედი

ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119039