ფეხბურთი

18:40 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკ მაკარტი: "გამარჯვება ნებისმიერი გზით - მთავარი შედეგია"

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა. ირლანდიელ სპეციალისტს თავდაპირველად გულშემატკივართა შესაძლო პროტესტზე მოუწია კომენტარი გაკეთება.

BBC-ის ცნობით, მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივი გულშემატკივრები მოედანზე ჩოგბურთის ბურთების გადაყრას აპირებენ, რადგან ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მსგავსი ფორმით პროტესტს გამოხატავენ:

„ჩარლტონში ვიყავი, როდესაც ხალხმა ეს გააკეთა. ეს ვერ დაგვეხმარება უკეთ თამაშში, იმედი მაქვს მათი მხარდაჭერის, რადგან გამარჯვება გულშემატკივართა თანადგომითაა შესაძლებელი. მინდა, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ საუკეთესო ფანები გვყავს, შესანიშნავი და ისინი ფეხბურთის საყურებლად უნდა მოვიდნენ სტადიონზე. თუ რაღაცის დემონსტრირება სურთ, ამისთვის სხვა დრო და სხვა ადგილია საჭირო. ეს რომც მოხდეს, ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ჩემი საქმე თამაშია და ესაა ჩემი პრობლემა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად ვითამაშოთ და თუ ამას შევძლებთ, ვფიქრობ, ხალხიც ბედნიერი იქნება და გუნდშიც უკეთესი განწყობა შეიქმნება. სწორედ ეს ყველაფერი მინდა. მე აქ ვიყავი 1988, 1990, 1994 და 2002 წლებში, როდესაც გუნდში შესანიშნავი განცდა სუფევდა, ბრწყინვალე გარემო იყო და ჩვენს უკან გულშემატკივრები იდგნენ", - თქვა მაკარტიმ.

გარდა ამისა, ხვალინდელი თამაშის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის მთავარი შედეგია:

"გვინდა, რომ ნებისმიერ ფასად გავიმარჯვოთ, კარგი თამაში უკეთესია, მაგრამ მთავარი შედეგია. უნდა მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ქულა კვალიფიკაციისთვის, როგორ გავაკეთებთ ამას, მეორე ხარისხოვანია. იმედი გვაქვს, რომ ხვალ გავიმარჯვებთ.

შეინ დაფს ტერფის პრობლემა აქვს. დღეს გამოკვლევა ჩაუტარდება და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა, შესაძლოა არ ითამაშოს.

მე ვუყურე საქართველოსა და შვეიცარიის მატჩს. შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ვფიქრობ, ამაზე შედეგებიც მეტყველებენ. შესაბამისად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ გუნდმა თბილისში გაიმარჯვა“, - აღნიშნა 60 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, „ავივა სთედიუმზე“ თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

Loading...
0.131152