ფეხბურთი

22:20 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ვარანის "იუვენტუსში" გადასვლა ისურვა

მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი შესაძლოა ზაფხულში ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.

ესპანური მედიის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის შეძენა „იუვეს“ ბოსებს კრიშტიანუ რონალდუმ სთხოვა და ურჩია. საინტერესოა, რომ თავად ვარანიც ზაფხულში მადრიდიდან აბარგებას აპირებს, თუმცა რომელ გუნდში ჯერჯერობით უცნობია.

ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 90 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი „რეალში“ 2011 წლიდან თამაშობს, ხოლო იქამდე „ლანსის“ ღირსებას იცავდა. 25 წლის ფრანგს ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უკავშირებენ.

Loading...
სტატისტიკა
0.252216