ფეხბურთი

21:07 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ზიდანის სამწვრთნელო კარიერაზე საუბარი არ შემიძლია"

ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო კარიერაზე საუბარი ნაადრევია. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, ფრანგი „რეალისთვის“ შესაფერისი მწვრთნელია, მაგრამ ახლა მისი კარიერის ახალი ეტაპი იწყება და გუნდი თავად უნდა ააშენოს.

გარდა ამისა, ჟოზემ თავის მომავალზეც ისაუბრა და სამომავლო გეგმები არ დამალა:

„ვფიქრობ, ზიდანი ამ კლუბისთვის შესაფერისი მწვრთნელია. თუმცა, მის კარიერაზე საუბარი არ შემიძლია. მან ძალიან მოკლე დროში მოიგო ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, რაც მანამდე ვერავინ გააკეთა. მაგრამ, ახლა მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. უნდა ააშენოს გუნდი, არჩევანი უნდა გააკეთოს, ვინ გაუშვას გუნდიდან და ვინ იყიდოს. უნდა დანერგოს საკუთარი ფილოსოფია.

ჩემი კარიერა? - დღითიდღე უფრო მენატრება ჩემი საქმე, დასამალი არაფერია. მაქვს გარკვეული გეგმები, რომელიც მეხუთე ჩემპიონატის (პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ) და მესამე სხვა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება“, - თქვა მოუინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112281