სხვა

19:30 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა წინსვლა რეიტინგში

გასულ უქმეებზე დასრულებულ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის შემდეგ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის გარკვეული ცვლილებები მოხდა FIE-ს რეიტინგში.

ხმალში ვაჟთა შორის, ბუდაპეშტში მონაწილე ხუთი ქართველ მოფარიკავიდან, ბექა ბაზაძემ 52-ე ადგილი შეინარჩუნა, დანარჩენ ოთხს კი წინსვლა ჰქონდა. სანდრო ბაზაძე ორი ადგილით დაწინაურდა და განახლებულ რეიტინგში მე-17 ადგილზეა. მიხეილ მარდალეიშვილმა ორი საფეხურით წაიწია და 54-ეა, ცხრა პოზიციით წინ წავიდა და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ნიკა შენგელიას, ის 81-ეა. 22 ადგილით დაწინაურდა და ჯერჯერობით ასევე საუკეთესო პოზიციაზეა (160-ე) ვაჟა რეჭია. შეგახსენებთ, რომ გასული 2017/18 წლების სეზონი ვაჟამ 241-ე ადგილზე დაასრულა.
გუნდურ რეიტინგში საქართველოს ნაკრები კვლავ მე-11 ადგილზეა.
რაც შეეხება ქალებს, ბელგიაში ჩატარებული მსოფლიო თასის შემდეგ ლიკა ჯიჯეიშვილი 75-ე, თეოდორა კახიანი კი 153-ეა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118268