ფეხბურთი

20:16 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ქალთა გუნდის მატჩს 39 ათასი ქომაგი დაესწრო და რეკორდი დამყარდა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდის შეხვედრას 39 027 მაყურებელი დაესწრო და იტალიური ქალთა ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდი დასწრება დაფიქსირდა.

ქალთა სერია A-ს მე-19 ტურის მატჩი „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის გამო „ალიანც სთედიუმზე“ (ისტორიაში პირველად) ჩაატარა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრება უფასო იყო და სტადიონზე შესანიშნავი გარემო შეიქმნა.

აღნიშნულ ფაქტს „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩიც გამოეხმაურა:

„ფეხბურთის ვნებამ არ იცის განსხვავებები. ისტორიული დღე და სავსე „ალიანც სთედიუმი“ გულშემატკივრებით და ვნებით. კომპლიმენტი ჩემგან „იუვეს“ ქალთა გუნდს გამარჯვებისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბონუჩიმ.

იტალიის ქალთა სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 4 ქულით უსწრებს. შესაბამისად, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109641