ფეხბურთი

14:23 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და "დორტმუნდი" ტურამისთვის იბრძვიან

ფრანგული „გენგამის“ იმედისმომცემ თავდამსხმელ მარკუს ტურამს ევროპული გრანდების რიგი დაუდგა. Le 10Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის ზაფხულში ლონდონის „არსენალის“ და დორტმუნდის „ბორუსია“ იბრძოლებენ.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. მარკუსი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის შვილია. მიმდინარე სეზონში „გენგამის“ რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში 9 გოლის გატანა შეძლო. იქამდე კი, „სოშოს“ ღირსებასაც იცავდა.

აღსანიშნავია, რომ ლილიანის მეორე შვილიც პროფესიონალი ფეხბურთელია. 17 წლის ხეფრენ ტურამი „მონაკოს“ შემადგენლობაში თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107887