ჩოგბურთი

12:45 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს დელბონისთან გაუჭირდა

მაიამის მასტერსის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს ფედერიკო დელბონისისგან მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მაინც 7:5, 4:6, 6:1 იმარჯვა.

პირველი სეტში ნოლე 4:1 დაწინაურდა, მაგრამ დელბონისმა მოულოდნელად უკუბრეიკი შეასრულა 5:5 გახადა, სეტის ბოლო ჯოკოვიჩმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში ნოვაკი 3:1 დაწინაურდა, ამის შემდეგ დელბონისმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, 5:3 დაწინაურდა და შემდეგ სეტიც დახურა. გადამწყვეტ მესამე სეტში ფედერიკომ ჯოკოვიჩის კლასს და გამძლეობას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და წააგო.

1/8-ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება. ურთიერთშეხვედრებში სერბი 7:2-ს იგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12188