სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:55 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი საკამათო ეპიზოდი საქართველო - შვეიცარიიდან: მომენტები, რომლებსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლოთ (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩიდან ერთი დღე გავიდა. ახლა, ცივ გონებაზე უფრო ადვილია იმსჯელო, იფიქრო, გაანალიზო. პირველი ტაიმის ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ჩინებულად ჩაატარეს და მეტოქისთვის ტოლი მართლაც არცერთ კომპონენტში არ დაუდიათ.

აი, მეორე ნახევარში სურათი შეიცვალა - სტუმრებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და კლასიც გამოაჩინეს. ორი აზრი არაა, საქართველოს ნაკრებს ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ დიდი ხანია არ უთამაშია. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, კონკრეტულად თბილისში ბოლოს უფრო ძლიერი ნაკრები 2015 წლის მარტში იმყოფებოდა (გერმანია). შვეიცარია ძალიან კარგი გუნდია, დისციპლინირებული და ტაქტიკურად გამართული. საათივით მუშაობს გუნდის მექანიზმი, ყველა ფეხურთელმა იცის, რა და როდის გააკეთოს. მოკლედ, წაგება გასაკვირი არაა - მოიგო უფრო ძლიერმა და მოიგო დამსახურებულად.

თუმცა, ამ წერილში თქვენს ყურადღებას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადაზე შევაჩერებთ. მთავარი არბიტრი კრეიგ პოუსენი გახლდათ, რომელსაც პრემიერლიგაში ყოვლ კვირაში ვხედავთ. იყო რამდენიმე პატარ-პატარა ეპიზოდი, როდესაც პოუსონმა სტუმართა სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება (არადა, ამბობენ, მსაჯებს სიმპათიები მასპინძლებისკენ აქვთ ხოლმეო...). აი, ახლა კი, ორ ეპიზოდზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც პატარ-პატარა ხარვეზს ვერ დავარქმევთ, პირიქით, თამაშზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ვინ იცის, პოუსონს და მის ასისტენტებს სიტუაცია სხვაგვარად რომ შეეფასებინათ, თამაშის ჩარხი მერე როგორ დატრიალებულიყო.

ეპიზოდი 1

47-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ჯანო ანანიძემ კარგად ჩააწოდა საჯარიმოში, გიორგი ქვილითაიამ მანუელ აკანჯის საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო, დაარტყა და რემო ფროილერმა კარის ხაზიდან ბურთი ხელით გამოიტანა. ტრიბუნიდან საეჭვო არაფერი იყო - სტუმართა ნახევარმცველმა კარის ხაზიდან ბურთი ხელით გამოიტანა და გარდა იმისა, რომ პოუსონს პენალტი უნდა დაენიშნა, ფროილერიც გასახდელში უნდა გაეშვა. თუმცა, ინგლისელმა ჩათვალა, რომ ქვილითაიამ დარტყმამდე, პოზიციისთვის ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია. იყო კი ასე? - ფაქტია, განსაკუთრებული კონტაქტი არც გამეორებაზე ჩანს. ასეთი კონტაქტი საჯარიმოში და მეტწილად სტანდარტებისას ხშირია, ყოველთამაშზე შეგვიძლია გავიხსენოთ. თანაც, პოუსონი ინგლისელია, პრემიერლიგაში მუშაობს, მისთვის ასეთი თამაში გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

ეპიზოდი 2

მეორე ეპიზოდი კიდევ უფრო საკამათო და საეჭვოა. მოედნის ცენტრში გიორგი ქვილითაია და აკანჯი იბრძვიან ბურთისთვის (ისევ ეს დუელი!), ორივე ძირს ეცემა და ტრიბუნიდან კვლავ ყველაფერი ცხადია - დამნაშავე სტუმარია. თუმცა, გვედითმა მსაჯმა ალამი პირიქით გაიშვირა და ქვილითაია დააჯარიმა. არადა, გამეორებაზე ნათლად ჩანს - თამაშის წესს ცალსახად შვეიცარიელი მცველი არღვევს და მსაჯები შეცდნენ. და რატომაა ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანი? - შვეიცარიამ სწორედ ეს ჯარიმა გაითამაშა, უკან ფაბიან შარის დაუგორეს ბურთი, რომელმაც 50-60 მეტრიანი გადაცემა გაუკეთა ემბოლოს, მან დაამუშავა ბურთი და სტივენ ცუბერმა ანგარიში გახსნა. ბუნებრივია, იმ ეპიზოდში მსაჯს სხვანაირი გადაწყვეტილება რომ მიეღო, შვეიცარია იმ მომენტში ანგარიშს ცალსახად ვერ გახსნიდა...

ეს დეტალებია და ფეხბურთიც დეტალებისგან შედგება. ხშირად, მსაჯების გადაწყვეტილებებსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მატჩის ბედის დატრიალებაში. არადა, VAR (ვიდეორეფერი) ყველა წამყვან ჩემპიონატშია, ჩემპიონთა ლიგაზეც დაუშვეს, მაგრამ უეფა მაინც ჯიუტობს - ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი მის გარეშე ჩაივლის. გუშინ, რომ ვიდეორეფერი ყოფილიყო, თავს ვერ დავდებთ, მაგრამ იქნებ სხვა რეალობა დამდგარიყო...

რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ კრეიგ პოუსონი და მისი ბრიგადა ხსენებულ ორ ეპიზოდში აუცილებლად შეცდა და საქართველოს ნაკრებმაც ამიტომ წააგო, მაგრამ საკამათო მომენტები ნამდვილადაა, განხილვას რომ საჭიროებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.121655
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X