ფეხბურთი

17:23 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიკ მაკარტი: "ქართველებმა ალბათ ნახეს ჩვენი თამაში და ფიქრობენ, რომ ადვილად მოგვიგებენ"

საქართველოს ნაკრები დღეს დუბლინში გაფრინდა, სადაც 26 მარტს ირლანდიის ნაკრებს გაეჯიბრება. თავის მხრივ, ირლანდიელებმა პირველ ტურში გაიმარჯვეს, მაგრამ გიბრალტართან ოდენ 1:0 გამარჯვება ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.

გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა მიკ მაკარტი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან განსხვავებულ თამაშს ელოდება.

„ყოველი ასეთი წუთი მძულს. 1:0 მოვიგეთ, გვინდოდა მეტი გოლი გაგვეტანა, უკეთ გვეთამაშა, მაგრამ მთავარია სამი ქულა გვაქვს.

საქართველო? - ეს იქნება სრულიად განსხვავებული მატჩი განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ. საქართველო პირველ ტურში დამარცხდა და ჩვენს წინააღმდეგ ქულებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ალბათ მათ ნახეს ჩვენი თამაში და იფიქრებენ, რომ ადვილად მოიგებენ, მაგრამ უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე გიბრალტართან“, - განაცხადა მაკარტიმ.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.117909