სხვა

18:18 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა რეკორდები ძალოსანთა ჩემპიონატზე

ბათუმში დასრულდა 17 წლამდე ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს 14 რაიონის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

საინტერესოა, რომ შეჯიბრში გოგონებმაც იასპარეზეს. ზუგდიდელმა ნათია გადელიამ და ხონის წარმომადგენელმა მარიამ მურღვლიანმა თავი რეკორდებით გამოიჩინეს.

გადელიამ 15 და 17 წლამდელთა რეკორდები დაამყარა. ზუგდიდელმა ძალოსანმა ორივე ასაკობრივში 8-8 რეკორდი მოხსნა და ორჭიდის ჯამში სარეკორდო მაჩვენებელს 17 კილოგრამით გადააჭარბა.
ასევე შესანიშნავად იასპარეზა მურღვლიანმაც. 12 წლის ძალოსანმა 15 და 17 წლამდელთა 7-7 რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში სარეკორდო ზღვარს მანაც 17 კილოგრამით გადააჭარბა.

პრიზიორები გამოვლინდნენ ვაჟთა დასკვნით წონით კატეგორიებშიც.

89 კგ.

1. ლუკა ქაშიბაძე (წყალტუბო ო.ცენტრი) - 113, 146, 259
2. იკა ჭიჭინაძე (ზუგდიდი-აფხაზეთი) - 112, 143, 255
3. დავით ბერიშვილი (საჩხერე) - 114, 140, 254

96 კგ.

1. გიორგი კირვალიძე (საჩხერე) - 107, 127, 234
2. გიორგი ბიბილაშვილი (თბილისი ო.ცენტრი) - 90, 107, 197
3. ნიკოლოზ სამყურაშვილი (საჩხერე) - 91, 105, 196

102 კგ.
1 ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი) - 110, 145, 255
2 დავით მაქაძე (საჩხერე) - 75, 95, 170
3. გიორგი ბერაძე (ხონი) - 70, 85, 155

+102 კგ.
1 მიხეილ ადამია (თბილისი-აფხაზეთი) - 120, 140, 260
2 ჯემალ ქემერტელიძე (საჩხერე) - 95, 110, 205
3. ზურაბ დეკანოიძე (საჩხერე) - 72, 95, 167

პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდნენ. გაგაცნობთ შედეგებს:

1. თბილისი - 233 ქულა
2. ზუგდიდი - 213 ქულა
3. ქუთაისი - 212 ქულა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ნაკრები

თეგებიძალოსნობა
0.15565