კალათბურთი

15:15 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 18 ქულა ქულა პოლონეთში

პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში დუდა სანაძის “რადომი” “ლეგიას” ესტუმრა და ქართველი კალათბურთელის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, 72:94 წააგო.

შეგახსენებთ, რომ დუდამ გასულ ტურში 33 ქულა ჩააგდო, ამჯერად კი, მოედანზე 29 წუთი გაატარა და 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“რადომს” 7 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა და მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 31 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ “კროსნოსთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114903